ბავშვთა დაცვის დღესთან დაკაშირებით „ცეროდენამ“ ჩვილ ბავშვთა სახლში საქველმოქმედო აქცია გამართა

სულ ნახვები : 748
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკაშირებით  ბაგა-ბაღ ცეროდენას საბურთალოს ფილიალი თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლს ესტუმრა.

როგორც Cnews-ს ბაგა-ბაღ საბურთალოს  ფილიალის მენეჯერმა ირმა ქუსიკაშვილმა განუცხადა,  აღმზრდელებმა და აღსაზრდელებმა

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ჩვილ ბავშვთა სახლის  მობინადრეებს  ტკბილეული, ტანსაცმელი და  სათამაშოები მიუტანეს.

‘’ბაგა-ბაღი ცეროდენა მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციებს პერმანენტულად მართავს და მომავალშიც გამართავს’’- აღნიშნა ბაღის  საბურთალოს  ფილიალის მენეჯერმა ირმა ქუსიკაშვილმა.

1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის  საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით  დღეიდან თბილისში  საბავშვო ღონისძიებების კვირეული იწყება, რომელიც 6 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ბავშვის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესში.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა