„პრემიერის სკანდალური ჩარტერით სახელმწიფომ მინიმუმ 80 000 ევრო იზარალა“ – დათუნაშვილი

სულ ნახვები : 304
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„პრემიერის სკანდალური ჩარტერით სახელმწიფომ მინიმუმ 80 000 ევრო იზარალა, რადგან ასეთი რეისის საბაზრო ფასი 110 000-დან 130 000 ევროს ფარგლებშია" - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმოწერა ჰქონდა ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან, რომელიც სპეციალიზებულია კერძო თვითმფრინავების გაქირავებაში.

 „თვითმფრინავი, რომელიც ატარებს საქართველოს პირველ პირებს არის 30-40 მგზავრიანი. საბაზრო ფასი ასეთი თვითმფრინავის, ასეთი რეისის თბილისსა და მიუნხენს შორის, ზუსტად ანალოგიური იმისა, რაც განახორციელა ბატონმა ღარიბაშვილმა და მისმა ოჯახმა საბაზრო ფასი შეადგეს 110 000 ევროდან 130 000 ევრომდე ფასებში. საბოლოო ფასი დგინდება აეროპორტის მიღების იმ კონკრეტულ თარიღში საფასური და ტარიფი ჯდება, შესაბამისად ფასი თამაშობს 110-დან 130 ათასი ევროს ფარგლებში. ეს ნიშნავს პირდაპირ იმას, რომ ვერსია, რომლის მიხედვითაც ბატონი ჩუბინიძეს ცდილობს, რომ საქართველოს მოსახლეობას მოატყუოს ამ სკანდალთან დაკავშირებით და უთხრას, რომ პრემიერ მინისტრის ოჯახმა შეიტანა 34 000 ევრო საქართველოს ბიუჯეტის ხაზინაში, ეს ვერსია არის ძალიან პრობლემური და წარმოადგენს პირდაპირ კორუფციას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას.

გამოდის, რომ საქართველოს სახელმწიფომ კომერციული მიზნით მიაქირავა თვითმფრინავი კერძო პირ ღარიბაშვილს, რომელმაც ამ თვითმფრინავში გადაიხადა არასაბაზრო ფასი, მეტიც საბაზრო ფასთან შედარებით სადღაც 20-30%, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფომ საშუალოდ მოგება 80-90 ათასი ევროს მოგება იზარალა.

გამოდის, რომ ღარიბაშვილმა კორუფციული გარიგების გზით, თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით, მოახერხა და იმგზავრა ბორტი ნომერი ერთით. მე არ მგონია, რომ ნებისმიერი ამ ქვეყნის მოქალაქე, ვინც განაცხადს გააკეთებს ბორტი ნომერი ერთის დაქირავებაზე იგივე ფასში შესთავაზონ, თუ იგივე ფასში სთავაზობენ, მაშინ კომერციული მიზანი ამ ბორტის გაქირავებისა მთლიანად ამოგდებულია ამ ტრანზაქციიდან, შესაბამისად ვბრუნდებით, პირველ წერტილზე საიდანაც დავიწყეთ, რომ ყველაფერი ეს არის კორუფცია, რომ საქართველოს ბიუჯეტმა იზარალა, შესაბამისად თითოეულმა საქართველოს გადასახადის გადამხდელმა ამ ტრანზაქციით იზარალა.

ეს არის უმძიმესი დარღვევა, არაფრით არ ჩამოუვარდება იმას, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან პირდაპირ ყოფილიყო გადახდილი ეს თანხა, რა მტკიცებულებების ფაბრიკაციაც არ უნდა მოხდეს ახლა სპეციალური დაცვის სამსახურში, ფაქტი სახეზეა, რომ თვითმფრინავი არ ღირს 34 000 ევრო, ეს რეისი ღირდა 4-ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე 34 000 ევრო.

ამიტომ, ბატონ ჩუბინიძემ ახლა განმარტება უნდა გააკეთოს, რა ეკონომიკურ გათვლებს აწარმოებს მისი ორგანო, როდესაც კომერციული მიზნით აქირავებს საქართველოს ბორტ ნომერ ერთს. თავად ეს ფაქტი იმხელა აბსურდს წარმოადგენს, რომ ქვეყნის სახელმწიფო ბორტი ნომერი ერთი, რომელიც პირდაპირ ოკუპაციის ქვეშ არის რუსეთის მიერ ქვეყანა, რომელსაც მყისიერი უშიშროების და უსაფრთხოების საფრთხე აქვს და მისი პირველი პირების გადამზიდი თვითმფრინავი არ უნდა ატარებდეს კერძო პირებს და არ უნდა იყოს გამოყენებული კომერციული მიზნებით ეს არის ანბანური ჭეშმარიტება, შეეცადნენ, რომ ეს ანბანური ჭეშმარიტება გადაეთქვათ და შავზე თეთრით დაეჯერებინათ ქართული საზოგადოებისთვის, ეს აქ არ გამოუვიდათ კიდევ ერთხელ ვამბობ 34 000 ევრო, ეს მხოლოდ მომსახურების ფასიც შეიძლება არ იყოს აირზენას, მიუნხენის და თბილისის აეროპორტის მომსახურების ფასი, არათუ კომერციული სარგებელი, რომელიც შეიძლება სახელმწიფომ ამ შემთხვევაში ნახოს ბორტი ნომერი ერთის გაქირავებით. ეს ფაქტი არის უმძიმესი კორუფციული დანაშაული, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, მთელი კასკადია დანაშაულების, რომელიც მოდის, როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, ისე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და რა თქმა უნდა, პირადად პრემიერ მინისტრთან", - განაცხადა დათუნაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა