უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

სულ ნახვები :
226




...
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - ინფორმაციას უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
გარდაცვლილი ზაქრო შუბითიძეა.
ის "ქართული ლეგიონის" წევრი იყო.
შუბითიძე დონეცკის ოლქის დასახლება ნესკუჩნოესთან იბრძოდა, სადაც პოზიციური ბრძოლები დიდი ხანია, გრძელდება.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომს 48 ქართველი ემსხვერპლა.