საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში რეკორდული ანგარიშით მოიგო

სულ ნახვები : 216
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ნაკრებმა კვიპროსთან მატჩის წინ ტაილანდთან წაივარჯიშა და 8:0 დაამარცხა.

ვილი სანიოლი ისტორიაში შევიდა – მისი ხელმძღვანელობით  ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში რეკორდული ანგარიშით მოიგო.

ისტორიაში შევიდა გიორგი მიქაუტაძეც, რომელიც პირველი ფეხბურთელია ვინც ნაკრებში პოკერი გაახერხა;

დუბლი ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზეა; ლუკა ლოჩოშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ თითო გოლი მიითვალეს.

საქართველოს ნაკრები ყველაფერში სჯობდა მეტოქეს და რომ არა ტაილანდელთა მეკარის კარგი თამაშისა, ანგარიში ბევრს დიდი იქნებოდა.

თუმცა, რეკორდისთვის ესეც საკმარისი გამოდგა – აქამდე ჩვენს გუნდს ყველაზე დიდი ანგარიშით სომხეთისთვის (7:0) მოეგო.

ახლა ჩვენს გუნდს წინ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ელის კვიპროსის ეროვნულ გუნდთან. ჩვენები მეტოქეს 15 ოქტომბერს უმასპინძლებენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა