ხვიჩა კვარაცხელია: სასიამოვნოა, როდესაც საკუთარი ქვეყნის სახელით გოლი გაგაქვს

სულ ნახვები : 330
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ კვიპროსთანაც (4:0) გაიტანა. ეს მისი მე-12 გოლია. კვარა გიორგი დემეტრაძესა და ლოვან კობიაშვილს დაეწია, მის წინ კი მხოლოდ ხუთი ფეხბურთელი: ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი (13-13), ალექსანდრე იაშვილი (15), თემურ ქეცბაია (17) და შოთა არველაძე (26).

„ძალიან სასიამოვნოა, როდესაც საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშობ. მითუმეტეს, როდესაც გოლი გაგაქვს და ამას გულშემატკივართან ერთად აღნიშნავ. ვეცდები, ისინი როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე არაერთხელ გავახარო. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის, რომელსაც მიუხედავად სექტემბრის ცუდი შედეგებისა, ჩვენ მხარდასაჭერად მოვიდა და ჩვენი სჯერა. გააგრძელონ ჩვენი გულშემატკივრობა და აუცილებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ“, – თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში 6 ტურის შემდეგ 7 ქულით მეოთხე ადგილზეა და ასეც დარჩება. მომდევნო მატჩს კი, 16 ნოემბერს, თბილისში, შოტლანდიის ნაკრებთან ითამაშებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა