„ოცნება“ ცდილობს ასიამოვნოს რუსეთის მთავრობას და ყველაფერს აკეთებს, რათა ჩააბაროს საქართველო რუსეთს - მიხეილ ბატურინი

სულ ნახვები : 1,220
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოქტომბრის დასაწყისში რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოჩამჩირის რეგიონში რუსეთის საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზა გაიხსნება, "რუსეთსა და აფხაზეთს შორის შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია"- აღნიშნა სეპარატისტთა ლიდერმა.  ასლან ბჟანიამ 19 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კი თქვა,  რომ „რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის განლაგება ოჩამჩირეში შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს“

ეს კი ხდება იმის ფონზე, რომ ანექსირებულ ყირიმში რუსული საზღვაო ბაზა სულ უფრო ხშირად ხდება უკრაინის სარაკეტო იერიშის სამიზნე.  საერთაშორისო გამოცემები წერენ, რომ კრემლი ამის გამო  იძულებული გახდა, ოკუპირებული ყირიმიდან შავი ზღვის ფლოტის გადატანა დაეწყო.

რუსული სამხედრო გემები და წყალქვეშა ნავი სერიოზულად დაზიანდა გასულ თვეში სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე თავდასხმის შედეგად, სადაც რუსული შავ ზღვის ფლოტი მდებარეობს. ვარაუდობენ, რომ თავდასხმა ბრიტანული Storm Shadow საკრუიზო რაკეტების გამოყენებით განხორციელდა. ერთი კვირის შემდეგ უკრაინამ სევასტოპოლში ფლოტის შტაბ-ბინას დაარტყა. კიევმა განაცხადა, რომ დაიღუპა 30-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე.

სეპარატისტის განცხადებასთან დაკავშირებით Cnews-მა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაიორთან, უკრაინაში ტაქტიკურ დანაყოფ „სარანგის“ მეთაურთან მიხეილ ბატურინთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ახლა უკრაინაში ფრონტის ხაზზეა და ოკუპანტების წინააღმდეგ ომის დაწყების დღიდან იბრძვის.

ქართველი, რომელმაც ირპინის, ბუჩისა და ჰოსტომელის განთავისუფლებაში მონაწილეობდა, ამბობს, რომ  საქართველო დიდი რისკების წინაშე დგას. ოკუპანტი ქვეყნისგან ყველაფერი ცუდია მოსალოდნელი.

_ რა საფრთხეების  შემცველია  ოჩამჩირეში  რუსებუს ბაზა, თუ მსგავსი ნამდვილად გაიხსნება?

მიხეილ ბატურინი: კარგად გვახსოვს არაერთ საკითხზე ქართული ოცნების რიტორიკაა, იგივე, რუსეთთან ფრენების აღდგენის შესახებ, როცა გვარწმუნებდნენ, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, და ეგ არის ტყუილი და არავინ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, სხვადასხვა ფაქტორი იყო და სხვადასხვა სიტუაცია, ხომ?! გვახსოვს. საბოლოოდ მივიღეთ ყველაფერი, უნისონში უკრავენ, ცდილობენ, არ გააღიზიანონ კი არა, ცდილობენ ასიამოვნონ რუსეთის მთავრობას და ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩააბარონ საქართველო რუსეთს. რუსეთი ცდილობს დამალოს, შავი ზღვის ფლოტი საქართველოში და უკვე საქართველოს ტერიტორიიდან  შეასრულოს აგრესია უკრაინის მიმართ. რაც მისცემს უკრაინას ყველანაირ ლეგიტიმაცია, რომ შეუტიოს იმ ხომალდებს, რომლებისგანაც განხორციელდება თავდასხმა უკრაინაზე.

_ რისკების წინაშე ვდგებით, ჩვენ, საქართველო როგორც სახელმწიფო?

_ აქ არის ერთი  ასეთი ნიუანსი, გავიხსენოთ, როცა ჩეჩნეთს შეუტიეს რუსებმა  მეორედ და მიწასთან გაასწორეს გროზნო. რა გააკეთა რუსეთმა მაშინ -გააკეთეს თავის ტერიტორიაზე, რუსეთის ტერიტორიაზე  და მოსკოვშიც  ტერორისტული აქტები რუსეთის სპეცსამსახურებმა, დააბრალეს ჩეჩნეთს და შეუტიეს მეორედ გროზნოს, იგივე ანალოგიით, არ იგონებენ არაფერს, ომობენ ზუსტად ეგრე, ყველა მეთოდებით, რასაც მანამდე იყენებდნენ, ახლაც აქ უკრაინაში და რა შეუშლის ხელს გააკეთონ იგივე საქართველოში.  ესროლონ ზღვიდან საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას და დააბრალონ უკრაინას. ან მოაწყონ   რაღაც ტერორისტული აქტი ოჩამჩირის ტერიტორიაზე, ახლო მახლო ბაზასთან და  გამოიყენონ სიტუაცია, საქართველოს სრულმასშტაბიანი ოკუპაციისთვის. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე.

_ რა უნდა ვქნათ, როგორც სახელმწიფომ, ან უკეთესად რომ ვთქვათ, რას უნდა შვრებოდეს საქართველოს ხელისუფლება?

_ ჩვენმა მთავრობამ, ეგრედ წოდებულმა, განგაში უნდა შემოკრას და ყველა პარტნიორთან ილაპარაკოს ამ თემებზე. რაც შეიძლება ყველა ფლანგზე უნდა გამართოს შეხვედრები და საუბრები.  საქართველოშიც ყველა მცხოვრები  განსაკუთერბით ოკუპირებულ აფხაზეთში უნდა იყოს ყურადღებით, რომ რუსეთმა არ განახორციელოს ბოროტული გეგმა, რომელიც საქართველოსთვის იქნება ძალიან დიდი დარტყმა.

მიხეილ ხაჩიძე, Cnews

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა