რა საფრთხის წინაშე დგება საქართველო თუ აშშ სამხედრო დახმარებას შეწყვეტს?

სულ ნახვები : 1,393
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამერიკელი თადარიგის პოლკოვნიკის, ბობ ჰამილტონის განცხადებით, რომელიც მანამერიკის ხმასთანსაუბრისას გააკეთა, არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს საქართველოსთვის სამხედრო დახმარების შეჩერება აშშ-ის მხრიდან, იმ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნებისმეშვეობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩნდება მთავრი შეკითხვა: რა ტიპის ასახვას პოვებს ეს საქართველოს უსაფრთხოებაზე მაშინ, როდესაც ოკუპანტი ქვეყანა დღემდე აგრძელებს საქართველოში მცოცავ ოკუპაციას?

ამაზე სასაუბროდ CNews პარტიაევროპელი დემოკრატებისლიდერს, პაატა დავითაიას დაუკავშირდა.

_ ბატონო პაატა, არის კონკრეტული სახის ინფორმაცია და მესიები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია მოხდეს გადაკეტვა სამხედრო დახმარების საქართველოსთვის, რომელიც ის იღებს აშშ-გან. რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ?

_ აქ ძალიან მარტივად დგას საკითხი, პირველ რიგში, როდესაც შენ გაქვს ოკუპანტ ქვეყანასთან შეხება, რომელიც აწარმოებს აგრესიას, ამზადებს შენს ტერიტორიებს ანექსიისთვის, არის რაღაც მომენტები, თემები, რომელსაც ის ერიდება და არის საკითხები რომელსაც ის არ ერიდება.

საბოლოო ჯამში ოკუპანტი არაფერს არ ერიდება, მაგრამ არის საუბარი დროში და მომენტში, რას მოიმოქმედებს.

დღეს ოკუპანტი ქვეყანა, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით იკავებს თავს, საუბარი არის ანექსიაზე, მაგრამ ამ ანექსიას მოუყვება.

_ უფრო მეტად, რომ განვუმარტოთ მკითხველს ეს ნაწილი.

_ მკითხველისთვის მარტივი გასაგები, რომ იყოს და დაბნეულობა არ გამოიწვიოს, ასე ავხსნი: რომ შევადარო 2008 წელს, ამერიკული ფლოტი შემოვიდა ჰუმანიტარული დახმარებით და ოკუპანტი ქვეყანა გაჩერდა, თორემ თბილისსაც იღებდა. ამიტომ, შედარებითია ეს ყველა ქმედება. მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აშშ, რომელიც არის და იცის ოკუპანტმა ქვეყანამ, რომ პარტნიორობა შეერთებულ შტატებს შეუძლია, ამის ნათელი მაგალითია ის სამხედრო დახმარება, რაც არის უკრაინაში, რაზეც ჩათრეული არის ოკუპანტი ქვეყანა და არ არის ისეთ სახარბიელო მდგომარეობაში, ის რაც ეგონა, რომ გაიმარჯვებდა უკრაინაზე, წლობით ომში გადაუვიდა და ზიანდება მთელი ნეოპოლიტიკური თემები და ამიტომ, საქართველოსთან დაკავშირებით, ოკუპანტ ქვეყანას აქვს მწარე გამოცდილება 2008-ში, როდესაც პირველი შემთხვევა იყო, არმიის გენერალი, რომ დაჭრეს, ამას თავად რუსებიც აღიარებენ. აქედან გამომიდინარე მთავარი მომენტი 2008-ში იყო ბევრი კომუნიკაცია, ბევრი სამხედრო დახმარება რაც ჩვენ გვქონდა და ამან თავისი ეფექტი გამოიწვია და მით უფრო ამერიკული ფლოტის შემოსვლამ.

_ და რა ხდება ახლა, თუ სამხედრო დახმარების შეწყვეტას გადაწყვეტს აშშ?

_ ახლა საკითხი დგება ასე, თუ ოკუპანტი ქვეყანა ხედვას იმას, რომ სტრატეგიულმა პარტნიორმა თავი შეიკავა დახმარებებზე და ამაზე უკვე ჩვენი პარტნიორი ამერიკა საუბრობს, იმის გამო, რომ დემოკრატიიდან გადახვევა ხდება ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს არის ოკუპანტისთვის მისაღები და მზაკვრული გეგმებისთვის მზადება.

მაგალითად მე გეუბნებით, როგორც ომის საპარლამენტო საგამომძიებლო კომისიის თავმჯდომარე, რომ  2006 წელს ოკუპანტ ქვეყანას უშიშროების საბჭოს სხდომაზე განხილული ჰქონდა, ორი ვარიანტით წარმოდგენილი გეგმა. ერთი იყო სამხედრო თავდასხმა საქართველოზე რაც მოხდა და მეორე ეკონომიკური ექსპანსია და ეკონომიკით მოხრჩობა. როდესაც მიხვდნენ, რომ ეკონომიკით არ გამოუვიდოდათ, იმოქმედეს სამხედროთი 2008-ში, დღეს მოქმედებს იმ გეგმის მეორე ნაწილი ეკონომიკური თემა. აქედან გამომდინარე თუ სამხედრო დახმარებები შეჩერდება, ოკუპანტი ქვეყანა გააგრძელებს ეკონომიკურ ზეწოლას საქართველოზე და შემდგომი ნაბიჯი იქნება სამხედრო ზეწოლა და „საბჭოთა კავშირი 2“-ის აღდგენის კუთხით ვსაუბრობ და ამიტომ არის სახიფათო ამ დახმარების შეჩერება.

ჩვენმა პლატფორმამ „ევროპელმა დემოკრატებმა“ მივმართეთ აშშ-ს და ვთქვით, რომ მოგწონთ თუ არ მოგწონთ ეს ხელისუფლება, ქართველ ხალხს და ქართველი ხალხი ნაწილია თავდაცვის სამინისტრო, ის არ არის პოლიტიკური სეგმენტი, ამიტომ მას დახმარება არ უნდა შეუწყდეს. რაც შეეხება სხვა დემოკრატიული მიმართულებით, შესაძლებელია, მაგრამ თავდაცვის სამინისტრო და ქვეყნის უსაფრთხოება არ უნდა იყოს დაყენებული პოლიტიკურ ინტერესებზე ზევით, ამიტომ მე მიმაჩნია, რომ პარტნიორები დღეს გამოხატავენ შეშფოთებებს და ელოდებიან არჩევნებს და არჩევნების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებებს.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა