დიმიტრი ბიძინაშვილი: „ძალადობაზე პასუხს „ქართული ოცნება“ არჩევნებზე მიიღებს“

სულ ნახვები : 1,613
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნება“ ღია ძალადობაზე გადავიდა. ფაქტიურად დღე ისე არ გავა, ტიტუშკები ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს ფიზიკურად არ გაუსწორდნენ.

პარტია „ახალის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი ამბობს, რომ „ოცნებას“ ძალადობა არაფერს მოუტანს და ძალადობაზე პასუხს არჩევნებზე მიიღებს.

რა პასუხი ექნება ხალხს, რატომ ვერ იქნება საქართველოში ძალადობა და დაშინება შედეგის მომტანი? - ამის შესახებ დიმიტრი ბიძინაშვილი CNews-ს ესაუბრება.

_ ხელისუფლება უკვე ღია ძალადობაზე გადავიდა. შეძლებენ ამ თავდასხმებით ქვეყანაში შიშის დათესვას?

_ ხელისუფლება ცდილობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები დააშინოს. ეს არახალი პრაქტიკაა. ოპონენტების დაშინებას ყველა ხელისუფლება ცდილობდა, საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ ასეა. ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ხელისუფლებები გადადიან ძალადობაზე. ამით ისინი ცდილობენ რომ შიშის ფაქტოტრი შემოიტანონ და ხალხი დააშინონ. ოღონდ ყველა უშვებს ერთ მნიშვნელვან შეცდომას - ისინი ვერ ხვდებიან, რომ საქართველო არ არის რუსეთი. არც ქართველები ვართ ის ხალხი, ვინც დაშინებაზე დუმილით პასუხიობს. პირიქით ხდება, ეს ბოლო აქციებმაც კარგად აჩვენა. ყველა აქციის დარბევის შემდეგ უფრო მეტი ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში. ეს არის ქართველი ხალხის ბუნება. ის არ ეპუება არც დაშინებას, არც ძალადობას.

„ქართულმა ოცნებამ“ რაც არ უნდა გააკეთოს, არაფერი არ გამოვა. ისინი ითვლიან ბოლო თეებს. ძალადობაზე პასუხს ისინი მიიღებენ არჩევნებზე, 26 ოქტომბერს. დარწმუნებული ვარ, რომ მათ მოუწევთ ძალაუფლების დათმობა და იმ ადამიანებისთვის გადაცემა, ვისზეც ცდიოლობენ რომ იძალადონ. ამ დაშინებაში არც ახალია რამე და არც განსხვავებული. ამიტომ ეს „ქართულ ოცნებას“ სასურველ შედეგს არ მოუტანს.

_ დაშინების მცდელობა და ძალადობა არ გვიკვირს საქართველოში, თავად ახსენეთ უახლესი ისტორია, მაგრამ „ოცნება“ ძალიან აქტიური და გაშმაგებულია ამ მხრივ.

_ წინა ხელისუფლებები ცდილობდნენ ძალადობა ისე მოეხდინათ, რომ თავად არ გამოჩენილიყვნენ. „ქართული ოცნება“ პირიქით იქცევა. პარლამენტის თავმჯდომარე პირადად ასახელებს სახელებს და გვარებს და მერე იმ ადამიანებს ეხმიან თავს. ამ მხრივაც გამოირჩევა „ქართული ოცნება“. საითაც მიდიან ემსგავსებიან ინ ქვეყნის ხელისუფლებას. რუსეთში ხდება ასე. ფიქრობენ, რომ ეს საქართველოშიც გაამართლებს. როგორ გაამართლებს, ამას 26 ოქტომბერს ნახავენ. რა შედეგსაც ამ არჩევნებზე მოიმკიან თავად დაიტოვონ და არავის გაუყონ.

_ თითქმის ყველა არჩევნების წინ გვესმის, რომ „ოცნება“ დასრულდა და ხალხი მათ არჩევნებზე გასცემს პასუხს, მაგრამ ისინი ისევ ხელისუფლებაში არიან. რატომ გგონიათ რომ ამ მხრივ ეს არჩევნები იქნება გამონაკლისი? თავს ხომ არ იმშვიდებთ ოპოზიცია?

_  მე მესმის საზოგადოების განწყობის. „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის მანძილზე ნიჰილიზმი თესა და ეს ბუნებრივია სადღაც იჩენს თავს. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართელოში სულ სხვა  მოცემულობაა. დღეს უკვე სახეზეა, რომ ამ ხელისუფლებას ღიად აქვს აღებული რუსეთისკენ გეზი. ქვეყნის შიგნით არის აქციები და საზოგადოების ზეწოლა. საქართველოს მოსახლეობა აცნობიერებს, რომ ქვეყნის მომავალი არის ევროპაში.ძალიან დიდი ზეწოლაა დასავლეთიდანაც. იქაც მიხვდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია ქართველი ხალხის ნებას. „ოცნება“ არღვევს საქართველოს კონსტიტტუციის 78-ე მუხლს. სადაც გვიწერია, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპაში. გარედან ზეწოლა არაა მარტივი გასაძლები, როდესაც შიგნიდანაც ასეთივე ზეწოლა გაქვს. სანქციები რომელზეც ამერიკა ლაპარაკობდა, უკვე დაიწყო და ჩვენ ვიცით უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. არ არის გამორიცხული, რომ მალე ფინანსური სანქციებიც დაეკისროთ იმ ადამიანებს, ვინც ქართველი ხალხის ნებას ღალატობს მე მჯერა, რომ ცვლილებები იქნება მიღწეული და 26 ოქტომბერს  ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს. საერთაშორისო ზეწოლის ფონზე „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება თავის ნებაზე არჩევნების ჩატარება,

_ ირაკლი ზარქუას თუ დავუჯერებთ, დასავლეთს ზეწოლის თავი აღარ ექნება, იქეთ ქონიათ პრობლემები აშშ-ს და ევროპას.

_ ირაკლი ზარქუა „ქართულ ოცნებაში“ არის ყველაზე კომიკური ფიგურა. ამიტომ კარგი იქნება, თუ მას არაფერს არ დავუჯერებთ. ქვეყნის შიგნითაც იქნება პროტესტი, გარედანაც იქნება ზეწოლა და „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების დათმობა მოუწევს, ძალადობა არ უშველით.

შორენა მარსაგიშვილი, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა