რატომ ხვდებიან გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ერთმანეთს ვაშინგტონში?!





...
Cnews წყარომ, ექსკლუზიურად მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეს, 7 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ვაშინგტონში, პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე კონსპირაციულად ხვდება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს - გიორგი გახარიას.
Cnews -ის წყაროს ინფორმაციით, „ლელოსა“ და „საქართველოს“ ლიდერებს შორის შეთანხმებისა და დაზავების შეთანხმება „ფორმდება“.
საინტერესოა, რამ, ან ვინ აიძულა/უბრძანა დაზავება პარტია „ლელოს“ გახარიასთან, ან, პირიქით, როდესაც ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნა, ექსპრემიერმა გახარიამ, სწორედ რომ ინვესტორის მიერ პირობების შეუსრულებლობას დააბრალა ქართულ- ჯიგრულ პონტში.
ბიძინა ივანიშვილის დავალებების უპირობოდ შემსრულებელ ყოფილ პრემიერს და მის პარტიას, როგორც Cnews-ის წყარო აცხადებს, „ოპოზიციურ“ ფლანგზე „ტროას ცხენის“ როლი ხვდა წილად.
წინ 2024 წლის არჩევნებია, რომელმაც, ფაქტობრივად, საქართველოს სახელმწიფოს არსებობა და მომავალი უნდა გადაწყვიტოს.
ინფორმაცია განახლებადია.
თამუნა მჭედლიშვილი Cnews