მაუწყებელმა სასწრაფოდ გამოაქვეყნოს საშტატო განრიგი და სახელფასო განაკვეთები - რომან გოცირიძე

სულ ნახვები : 399
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დაიცვას მაუწყებელმა კანონი და სასწრაფოდ გამოაქვეყნოს საშტატო განრიგი და სახელფასო განაკვეთები, რომელსაც მრავალი წელია ითხოვს პარლამენტი, - ამის შესახებ  „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. გოცირიძის  განცხადებით, საზმაუს უზარმაზარი დაფინანსება არ აისახება ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე.

„მსოფლიოში არ არსებობს არცერთი ქვეყანა, საქართველოს გარდა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ავტომატურად მიბმული იყოს მთლიან შიდა პროდუქტთან ანუ ეკონომიკის სიდიდესთან. ჩამომსხდარა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუროკრატია, მოაწყვეს საგანგებო ეთერი და ატყუებენ ჩვენს მოქალაქეებს, თითქოს დაფინანსების ეს წესი იყოს მაუწუყებლის დამოუკიდებლობის გარანტი. დამოუკიდებლობა კი არ ადარდებთ, არამედ მათი უზარმაზარი ხელფასები, რომელიც დღემდე საიდუმლოა და არაფრის დიდებით ამხელენ, არა და კანონით ამის ვალდებულება აქვთ.

არ ამხელენ, იმიტომ რომ ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე და იმ ადამიანებზე, ვის ზურგზეც დგას მართლაც ეს ტელევიზია, მაუწყებლის ბიუჯეტის არნახულ ზრდას მათ შემოსავლებზე არავითარი გავლენა მოუხდენია.

დაიცვას მაუწყებელმა კანონი და სასწრაფოდ გამოაქვეყნოს საშტატო განრიგი და სახელფასო განაკვეთები, რომელსაც მრავალი წელია ითხოვს პარლამენტი წლიური ანგარიშის მოსმენისას“, - წერს რომან  გოცირიძე.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუიწყებლის დაფინანსების წესი იცვლება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა