საქართველოს ეროვნული მუზეუმი ოკუპირებულ აფხაზეთს დახმარებას სთავაზობს
...
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ოკუპირებულ აფხაზეთში მუზეუმის დაწვის ფაქტს ეხმიანება და გამოთქვამს მზაობას დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციაში მონაწილეობა მიიღოს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს მომხდარი ხანძრის გამო. ეროვნული მუზეუმი გამოხატავს მზადყოფნას, სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს აღმოუჩინოს დახმარება დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში და, ამ მიზნით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისაგან შექმნას სპეციალური ჯგუფი“, – ნათქვამია განცხადებაში.