ქართველი მომღერლები, რომლებიც ოკუპანტებს უმღერიან

სულ ნახვები : 2,705
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ოკუპანტ ქვეყანაში, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, საოკუპაციო ხაზიდან მოქალაქეების გატაცებას და მათ გამიზნულად მოკვლად დღემდე აგრძელებს, საქართველოდან საკმაოდ ბევრი არტისტია ჩასული, რომელიც ე.წ. რუსული შოუ ბიზნესის აქტიურ ნაწილს წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში მრავლად ვნახულობთ ფაქტებს რუსეთის მხრიდან საქართველოს და ქართველების დამცირების, შევიწროების შესახებ, ამ ადამიანებისთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და თითოეულ მათგანს ხშირად ნახავთ, კრემლის საკონცერტო დარბაზის სცენაზე ან რუსულ პროპაგანდისტულ მედია სივრცეში, მათ შორის ისეთ ტელევიზიებში, სადაც პირდაპირ ეთერში რუსი ტელეწამყვანი, ოლგა სკაბეევა,  ფეხქვეშ საქართველოს დროშას თელავდა.

რუსულ სცენაზე ამ დროისთვის ყველაზე აქტიურად ანსამბლი „ბრავო მეტეხი“, სოსო პავლიაშვილი, თეონა კონტრიძე, ქეთა თოფურია, მეგი გოგიტიძე, დიანა ღურწკაია, აჩი ფურცელაძე, ნოდარ რევია (რევიას შემოქმედება აქტიურად შეგხვდებათ ქართულ რადიოსივრცეში), პროექტი „ბოჯგუები“, ავტორ/შემსრულებელი გიგა კვენეტაძე და ეთერი ბასილაშვილი დგანან.

აღსანიშნავია, ის მომღერლებიც, რომლებიც ბოლო პერიოდში იშვიათად, თუმცა მაინც ახერხებენ რუსეთში ჩასვლას და იქ სიმღერას, მაგ: დათო ხუჯაძე.

ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსული სცენისკენ ახალი თაობის ქართველებიც ისწრაფვიან. გასული წლის 1 მარტს, რუსულ სცენაზე ახალი პროექტი „ტასო“ გამოჩნდა. როგორც რუსული ყვითელი პრესა წერს, აღნიშნული ფსევდონიმით რუსი მსმენელის წინაშე, ქართული წარმომავლობის მომღერალი ანასტასია სისაური წარსდგა, რომელიც არც მეტი-არც ნაკლები რუსეთში მოღვაწე, ყაზახური წარმოშობის ჯგუფ „ა-სტუდიოს“ ქართველი სოლისტის, ქეთა თოფურიას საპროდიუსერო პროექტია.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ, რუსეთი, რუსი არტისტების გარდა, პროტესტის ნიშნად, ქართველებმაც დატოვეს, მაგ: თამარ გვერდწითელმა, ვალერი და კონსტანტინე მელაძეებმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა