სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი 8 პირის ცხედარი ნაპოვნია, ერთის ძებნა გრძელდება - შსს
...
სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი 8 პირის ცხედარი ნაპოვნია, ერთის მიმართ კი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ საძიებო სამუშაოებს.
ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი 8 პირის ცხედარი ნაპოვნია, ერთის მიმართ კი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.
სტიქიის ზონაში, 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებს სამძებრო სამუშაოებს.
ძებნა-შველის ღონისძიებაში, ასევე ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი“. - წერს შსს.