იგორ კრუტოიმ კრისტინა ორბაკაიტეს თავისი სიმღერების შესრულება აუკრძალა

სულ ნახვები : 727
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ცნობილმა კომპოზიტორმა იგორ კრუტოიმ, რომელიც რუსული შოუ-ბიზნესის, ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა, ალა პუგაჩოვას შვილს, მომღერალ კრისტინა ორბაკაიტეს თავისი დაწერილი სიმღერების შესრულება აუკრძალა.

აღნიშნულის მიზეზი, რუსული მედიის ცნობით, ორბაკაიტეს მიერ, ალა პუგაჩოვასა და ლაიმა ვაიკულეს მიმართ, საჯაროდ გამოხატული მხარდაჭერა აღმოჩენა და მისი მიმართ საზოგადოებისთვის, რომ ალა და ლაიმა არ იმსახურებენ იმ სიბინძურეს, რომელსაც მათთან დაკავშირებით საუბრობენ.

ირკვევა, რომ იგორ კრუტომ აღნიშნული არ მოითმინა და ორბაკაიტეს განუცხადა, რომ მიუხედავად იმის, რომ მას ესმის დამოკიდებულება დედის და მისი მეგობრის მიმართ, აღნიშნული განცხადების გამო, მას საკუთარი სიმღერების შესრულებს უკრძალავს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მომღერალი მოთხოვნას არ დაემორჩილება, სასამართლოში უჩივლებს.

ცნობისთვის, ბოლოს კრისტინა ორბაკაიტე რუსეთში „პესნია გოდა“-ზე გამოჩნდა, ხოლო სხვა დაგეგმილი კონცერტები მას გაუუქმეს. 

ცნობისთვის, ლაივა ვაიკულე და ალა პუგაჩოვა, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, პუტინს და მის პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა