რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს

სულ ნახვები : 137
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

3 კვირის უწყვეტი პროტესტის შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი დღეს წერილით ახალ პრემიერს მიმართავს.

მათი მოთხოვნა უცვლელია, - შეწყდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ნგრევა და შემდეგში საავადმყოფოსთან დაკავშირებული საკითხები მთავრობამ კლინიკის მედპერსონალის ჩართულობით განიხილოს.

მედიკოსებით თქმით, წერილში ირაკლი კობახიძეს თხოვენ გაერკვნეს პრობლემის შინაარსში.

წერილს ხელს აწერს 500-მდე ადამიანი, მათ შორის რესპუბლიკური საავადმყოფოს მოქმედი  და ყოფილი მედპერსონალი,  ასევე პაციენტები და ჩვეულებრივი მოქალაქეები. 

პროტესტის მონაწილეების თქმით, ისინი არ გაჩერდებიან  და საავადმყოფოს შენარჩუნების მიზნით სამართლებრივ გზებსაც მიმართავენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა