ნარკოტიკი, რომელიც შავ ბაზარზე იყიდება, არ არის სუფთა - ზურა სიხარულიძე

სულ ნახვები : 357
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნარკოტიკი, რომელიც შავ ბაზარზე იყიდება, არ არის სუფთა. გარანტია, რომ აუცილებლად იყიდი ექსტაზს, არ არსებობს. ამ შემთხვევაში დილერიც დამალულია და მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი, რას იყიდი, რას მიიღებ, - ამის შესახებ  „ქრონიკა+“-ს ნარკოლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა  ზურა სიხარულიძემ განუცხადა. 

როგორც მან  გამოცემასთან  საუბარში  განმარტა, ე.წ, უსაფრთხო კლუბურ ნარკოტიკში ზოგჯერ  შერეულია სხვა,  უცნობი ნივთიერება, რაც შესაძლოა მძიმე შედეგით დასრულდეს. ამასთან მისი ინფორმაციით, მყიდველი, რომელიც სრულიად უცნობი დილერისგან ინტერნეტით ყიდულობს ნივთიერებას, ვერ იქნება დაზღვეული, რომ „სუფთა ნივთიერებას“ იყიდის.   

„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა შეურიო ექსტაზში ფენტანილი, მაგრამ ამას ხსნიან იმით, რომ ასე ეფექტის გაძლიერება ხდება. აი, ამ შემთხვევაში ხდება ზედოზირება. ამიტომ, ეს არის დღეს პრობლება, რომ ნარკოტიკი, რომელიც შავ ბაზარზე იყიდება, არ არის სუფთა. ფენტანილის გარდა არსებობს კიდევ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რაც არ არის კლუბური ნარკოტიკები, რომლებიც თავისთავად იწვევენ ზედოზირებას, მაგალითად მეფედრონი ან GHB/ჯიეიჩბი მარილები, რომლებსაც ე.წ, აბაზანის მარილებს უწოდებენ. ზოგადად სქემა შეიცვალა ყიდვა-გაყიდვის - ეს ხდება ინტერნეტის მეშვეობით, ყიდულობ ექსტაზს, მაგრამ არ იცი, დაგხვდება თუ არა ექსტაზი. აქ არის სრულიად უცნობი გამყიდველი, უცნობი ნარკოტიკი და გარანტია, რომ აუცილებლად იყიდი ექსტაზს, არ არსებობს. ამ შემთხვევაში დილერიც დამალულია და მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი, რას იყიდი, რას მიიღებ. თან ეს ნარკოტიკები არის კუსტარულად დამზადებული, შესაბამისად, არ იციან დოზა, რა რაოდენობის უნდა მიიღონ, რა ფორმა ექნება. არც ჩვენ არ ვიცით, რადგან მილიონი ფორმა არსებობს, ზოგი სითხეა, წვეთია, ზოგი კრისტალია, ზოგი ფხვნილია, გარკვეული აბებია“, - განუცხადა ზურა სიხარულიძე „ქრონიკა+“-ს.

ინტერვიუს სრული ვერსიის წაკითხვა „ქრონიკა+“-ის დღევანდელ, 12 თებერვლის ნომერშია შესაძლებელი. ირინა მაკარიძე Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები