არავითარი კლუბური ნარკოტიკი არ არსებობს, ფენტალინი კლავს - ინტერვიუ ყოფილ ნარკომომხმარებელთან

სულ ნახვები : 6,247
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩემს წინ ზის აწოწილი, ჩამქრალი თვალებით და ავადმყოფური იერით, ყოფილი მომხმარებელია,  უდიდესი ნებისყოფა დასჭირდა, რომ წამალი გადაეგდო. წამალი პირობითი ცნებაა,  საწამლავი უფრო, რომელიც ან ადგილზე კლავს მომხმარების მერე ან მოხმარებიდან  რამდენიმე დღეში უმძიმეს ფსიქიკურ პრობლემებს იწვევს.

მას გაუმართლა - ინსულტს გადარჩა, ფსიქიატრიულს ვერა.

მომძებნა იმიტომ, რომ საკუთარი გამოცდილება სხვებს გაუზიაროს.

მისი ისტორია ცნობილ საიტზე matanga“-ზე დაიწყო, ეს პლატფორმა ათ წელზე მეტია შეუფერხებლად მუშაობს, დროთა განმავლობაში იცვლება მხოლოდ დაბოლოება, ხან რუა, ხან ჰაუსი და ხანაც გურუ. 

იყიდა  და დააგემოვნა.

-ბაზა ბელორუსშია, კონტაქტიც არაა საჭირო ვინმესთან, ყიდულობ და პირდაპირ  საიტზევე გაძლევს წინასწარ გამზადებულ მისამართს, მომხმარებელი ვიყავი და აქ რომ ნაგავი ყრია ამისთანა ნაგავი სხვა არ ვიცი, შედი საიტზე, მონიშნე თბილისი, თითქმის ყველა დასახელების ნივთიერება იყიდება.

თქვენ რა სქრინიც დადეთ ერთ-ერთი ტელეგრამ არხიდან, ალფა პვპ არის საწამლავი, აგიჟებს და კლავს კიდეც. არანაკლები პრობლემაა დღეს ფენტალინი რომლითაც ნებისმიერი ნაგავი ფაქტის გაძლიერებაა შესაძლებელი, ექსტაზი, ემდიემი კეტამინი ნეფედრინი თუ არის ნაგავი, დაუმატებენ ფენტალინს და ხდება უფრო ძლიერი. 

კლუბში ვინც მოკვდა ყველა მაგან მოკლა, სპეც ლაბორატორიის გარდა, ფაქტობრივად შეუძლებელია ადამიანმა შეაზავოს  და ზუსტი ნაერთი მიიღოს, სპეცლაბორატორია გამყიდველს ვერ ექნება ფიზიკურად და აზავებენ კუსტარულად.

ამფეტამინი ალფა პვპ არ არის, ამფეტამინს ძირითადად ეწევიან,  ბაზარზე ახლა უკრაინელები, რუსები და ყაზახები ოპერირებენ, პოლონური ამფეტამინი არ იწვის , არც მსგავსი გვერდითი  მოვლენები აქვს,მოწევის შემდეგ ენერგიის მოზღვავებას განიცდი, არ გეძინება, ხარ აგზნებული, წნევა გიწევს მაღლა და გეწყება  დამოკიდებულება, გინდა ხშირად მოწიო,მერე იწყება  ჰალუცინაცია, ბოდვა, შესაძლოა ვინმეზე იძალადო ან სუიციდი სცადო, გეჩვენება რომ დაგდევენ და გითვალთვალებენ, უკეთეს შემთხვევაში ფსიქიატრის პაციენტი ხდები, ისიც თუ გაგიმართლა .

-სად უნდა ვეძებო კუსტარული ლაბორატორია?

ასეთი ერთი არ იქნება, ყველა დილერი ცალკე აზავებს. ალფა პვპ არის აბაზანის მარილის ჯგუფი და ბიოზე ბევრად ნაგავი ნივთიერებაა. ჯდება კაპიკები და ვინც იცის დამზადება, ამზადებს, არაფრის შემოტანა არ სჭირდება, ყველა შემადგენელი ნივთიერება ლეგალურად მოიპოვება, ჩამოაქვთ ცალცალკე და აქ ამზადებენ. შეუძლებელია ამ რაოდენობის ამფეტამინის საზღვარზე შემოტანა,ფენტალინს არ ამზადებენ, ჩინეთიდან შემოდის, ამერიკაში კატასტროფა ხდება,  მაგით უკვე დაარტყა ჩინეთმა ახლა მიდის ევროპის  დაღუპვის სქემა და ჩვენ უბრალოდ, გზაგამტარი ვართ და რჩება აქაც გარკვეული რაოდენობა, ძალიან ცოტაა ჩვენთვის საჭირო, ერთი პარკი მთელს ქვეყანას ეყოფა გასაზავებლად  .

-როგორ გამოძვერით?

ერთი თვეა რაც გამოვფხიზლდი,  რაც ამ ნაგვის შემოყრა დაიწყეს, ლატარიაა უკვე ყველაფრის მიღება. აღარ არსებობს კლუბური ნარკოტიკი, ყველაფერი გაზავებული საწამლავია. აღარ ვეკარები არაფერს, ფსიქიატრის წამლების გარდა, ჯერ ექვსი თვე დამინიშნა, მერე ვნახოთ.

-ფსიქოზი გქონდათ?

ემოციები მქონდა გამქრალი და პროდუქტიულობა  განულებული, რაც გამოვფხიზლდი ადამიანივით  ავმუშავდი, ლითიუმი გამინულდა სისხლში ფაქტობრივად. ძირითადად ჰიბრიდების მოწევისგან, პლანი რომ  იყო ადრე ქართული და მამაპაპური, აღარ არსებობს ეგეც, ჰიბრიდებითაა გამოტენილი, დამოკიდებულებას და ფსიქოზს იწვევს მალევე. მე მინდოდა ქართულის ყიდვა ბოლოს რომ ვეწეოდი და ფიზიკურად არ არის ქვეყანაში,  მხოლოდ ჰიბრიდები და ეწევიან 13-14 წლის ბავშვები, ფონიჭალაში რომ შედიან  სპეცოპერაციებით, არ არის ცუდი, მაგრამ მანდ იჭერენ მხოლოდ “სირეცის“ ბარიგებს,  რაც არაფერს ნიშნავს. „სირეცის“ მომხმარებელი არის 2 % და ძირითადად ხანშიშესული ხალხი, მანდ ახალგაზრდა არც დადის არავინ, ერთი ორის გარდა.

ელისო კილაძე, CNews.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა