საქართველოში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა 22.5 პროცენტით გაიზარდა
...
2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 54.3 ათასი სტუდენტი მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 8.4%-ით.მეტია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მისივე ცნობით, სტუდენტთა რაოდენობის ზრდა უცხოელ სტუდენტთა რაოდენობას უკავშირდება. საქსტატის ცნობით, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 30.7 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს, რაც 22.5% მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 177.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 10.2%-ით მეტია.
ცნობისთვის, საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს, საიდანაც 19 სახელმწიფო, ხოლო 43 კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა