„აღნიშნული ფორმულით, არათუ მომემატა ანაზღაურება, არამდეც 76 ლარამდე დამაკლდა“ – „ოცნების“ მორიგი ტრიუკი და მოტყუებული მასწავლებლები

სულ ნახვები : 2,629
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ჩვენ ასევე მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და 500 ლარით და მეტით გაეზრდებათ მასწავლებლებს ხელფასები 2024 წლიდან. ამისთვის 160 მილიონი ლარი დამატებით გამოვყავით ბიუჯეტიდან და ხელფასი გახდება 1700-1800 ლარი და ზევით  - აღნიშნული განცხადება მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 2023 წლის 18 დეკემბერს გააკეთა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა აღნიშნული დაპირება მორიგი ტრიუკი აღმოჩნდა.

დანამატები ასე გამოიყურება:

დანამატი სამუშაო გამოცდილების მიხედვით:

·         5 წლამდე სტაჟის მქონე მასწავლებელს - 15 ლარი;

·         5-დან 10 წლამდე სტაჟის მქონეს - 30 ლარი;

·         10 წელზე მეტი სტაჟის მქონეს - 45 ლარი.

დანამატი განათლებისა და კვალიფიკაციის მიხედვით:

·         ბაკალავრის სტატუსის მქონეს - 20 ლარი;

·         მაგისტრის სტატუსის მქონეს - 40 ლარი;

·         დოქტორის სტატუსის მქონეს - 100 ლარი.

დანამატები მასწავლებელთა თანამდებობრივ სარგოებზე სამუშაოს სფეციფიკიდან გამომდინარე:

·         კლასკომპლექტით სწავლება (სხვადასხვა კლასის დაჯგუფება) - გაიზარდა 5 ლარით და გახდა - 40,5 ლარი;

·         არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლება - გაიზარდა 5 ლარით და გახდა - 40,5 ლარი;

·         კლასის დამრიგებლობისთვის - გაიზარდა 12,5 ლარით და გახდა - 101,25 ლარი.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დანამატებს დააკლდება საშემოსავლო (20%)  და საპენსიო გადასახადი(2%) -  ჯამში 22%.

ასევე, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი კვირაში 15 გაკვეთილზე მეტს ატარებს, სამუშაო გამოცდილების მიხედვით ემატება 15-დან 45 ლარამდე ხელფასი, განათლებითა და კვალიფიკაციით კი - 20-დან 100 ლარამდე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Cnews-ი ესაუბრა მასწავლებელ მანანა მიქავას, რომელიც სოფელ ონარიის საჯარო სკოლაში ასწავლის.

როგორც ჩვეთან საუბარში მასწავლებელმა განაცხადა, განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი, მასწავლებლებს დაპირდა რომ წამყვან-მენტორთა სტატუსის დანამატს არ შეეხებოდნენ, მაგრამ ეს ოცნების მორიგი უპრეცედენტო ტყუილი გამოდგა. წამყვანის დანამატი გახდა 150 ლარი, ხოლო მენტორის 300“ - მისი თქმით, აღნიშნული ფორმულით, 76 ლარამდე დააკლდა.

მისი თქმით, ვისაც ამ ფორმულით ხელფასი დააკლდა გული არ დაგვწყვიტეს და განუცხადეს, რომ 200 ლარს ორი წლის ვადით დაუმატებდნენ (რაც ხელზწ ასაღები 156 ლარია) თუმცა, ეს მატება საშვებულებო ხელფასზე არ აისახება და მხოლოდ სექტემბრიდან შევა ძალაში.

„სახელფასო ფორმულის შემუშავებასა და საზოგადოებისთვის გაცნობას იანვრიდანვე დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე ზოგადი განცხადებების მეტი არ გაკეთებულა და ახლა უშუალოდ ფაქტის წინაშე დაგვაყენეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგა ამილახვარი საუბრებში აღნიშნავდა, რომ წამყვან-მენტორთა სტატუსის დანამატს არ შეეხებოდნენ, მაგრამ ეს ოცნების მორიგი უპრეცედენტო ტყუილი გამოდგა. წამყვანის დანამატი გახდა 150 ლარი, ხოლო მენტორის 300. აღნიშნული ფორმულით, არათუ მომემატა ანაზღაურება, არამდეც 76 ლარამდე დამაკლდა.

ვისაც ამ ფორმულით ხელფასი დაგვაკლდა, გული არ დაგვწყვიტეს და გვითხრეს, რომ 200 ლარს ორი წლის ვადით დაგვიმატებენ, რაც ხელზწ ასაღები 156 ლარია. თუმცა ეს მატება საშვებულებო ხელფასზე არ აისახება და მხოლოდ სექტემბრიდან შევა ძალაში. აქ კიდევ მორიგი წყალობაა ჩვენს თავს, რადგან ხელფასი დაგაკლდათ ამ ზაფხულს ისე დავტოვებთ ანაზღაურებას, როგორც წინა სამი თვე იღებდითო. სექტემბრიდან კი ჩამოგაკლებთ და სამაგიეროდ ხელზე ასაღებ 156 ლარს დაგიმატებთო.

სიმართლე გითხრათ, თავიდანვე ეჭვი მეპარებოდა 500 ლარიან მატებაზე, მაგრამ ხელფასს თუ დაგვაკლებდნენ ამას ყველაზე ცუდ ვარიანტშიც ვერ წარმოვიდგენდი.

ამაზე რეაგირება ნამდვილად გვექნება. მოვითხოვთ მინისტრთან შეხვედრას, რათა აგვიხსნას რატომ დაგვსაჯეს წამყვან-მენტორები“, - განაცხადა მანანა მიქავამ Cnews-სთან საუბარში.

მარიამ ხარებავა, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა