რა უჯდებათ მოქალაქეებს ჩინოვნიკების მივლინებები? - აუდიტი

სულ ნახვები : 470
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2023 წელს სახელმწიფო უწყებებმა მივლინებებში 72.5 მლნ ლარი დახარჯეს, - ამის შესახებ ინფორმაციას  აუდიტის სამსახური ავრცელებს.

 უწყების ცნობით,  წელს მივლინებებში 22.1 მლნ ლარით მეტი დაიხარჯა, ვიდრე გასული წლის ანალოგიური პერიოდში.  გასულ წელს ჯამურად მივლინებებზე - 50.4 მლნ ლარი დაიხარჯა.

სამინისტროებს შორის, 2023 წელს, მივლინებაში ყველაზე მეტი თანხა, თავდაცვის სამინისტრომ დახარჯა.

მივლინებებში ერთერთი ლიდერია საზოგადოებრივი მაუწყებელი, მან გასულ წელს  1.8 მლნ. ლარი დახარჯა.

რაც შეეხება სასამართლოებს - საკონსტიტუციო სასამართლომ მივლინებებში გასულ წელს 59 415 ლარი დახარჯა, უზენაესმა - 54 157 ლარი, ხოლო საერთო სასამართლოებმა - 224 777 ლარი. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ - 15 573 ლარი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა