წამებისგან თავისუფლების ინდექსით საქართველომ 46-ე ადგილი დაიკავა - ქადაგიძე

სულ ნახვები : 282
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) წამებისგან თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა და საქართველომ 46-ე ადგილი დაიკავა,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ქადაგიძე წერს 2012 წელს საქართველო 147-ე ადგილზე გავიდა.

„ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) წამებისგან თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა და საქართველომ 46-ე ადგილი დაიკავა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების საუკეთესო სამეულშია - ესტონეთის და ლიეტუვის შემდეგ, მესამე პოზიციაზე. საქართველო რეიტინგში უსწრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, იტალიას, ავსტრალიას, საბერძნეთს, რუმინეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ლატვიასა და ა.შ.

ამავე ორგანიზაციის კვლევით - 2012 წელს საქართველო მსოფლიოში წამებისაგან თავისუფლებით 147-ე ადგილზე გავიდა და რეიტინგში ჩამორჩებოდა რუსეთს, ბელორუსს, ავღანეთს, ლიბიას, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, სამხრეთ სუდანსა და ა.შ.

P.S. რა ვქნათ ახლა, სააკაშვილის სექტას რომ დავუჯეროთ, 2012 წლამდე ადამიანის უფლებები და დემოკრატია დუღდა საქართველოში, ახლა კი კრემლის უკანა ეზო ვართ.

არადა, რუსეთიც კი გვისწრებდა 2012-ში და საერთო შეფასებით, 33 საშიშ ქვეყანათა სიაში ვიმყოფებოდით“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა