ერთადერთი გამოსავალი აქვს  „ქართულ ოცნებას“ - უკან გაიწვიოს კანონი - დოლიძე

სულ ნახვები : 219
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

გაუჭირდებათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს თავის პათოსში გააგრძელონ ამერიკის შეერთებული შტატების, მათ შორის სენატორების კრიტიკა,  - ამის შესახებ „ახალის“ წევრი, ბაჩო დოლიძე, აცხადებს.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, შეგვაჩვიეს ევროკავშირთან და ევროპარლამენტარებთან უდიერ დამოკიდებულებას. ამ შემთხვევაში, თვითონაც ფრთხილობენ.

ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ბევრი წლის განმავლობაში გვერდში უდგას ჩვენს ქვეყანას, ძალიან დიდი თანხა – ასობით მილიონი დოლარი განსაკუთრებით სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაზე მოდიოდა. მე გამოვყოფდი ერთ პასაჟს, სადაც გარკვევით წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც იქნება ქართველი ხალხის გვერდში, რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი საზოგადოების გვერდში ევროინტეგრაციის პროცესში და რაც აქვს ახლა გასაკეთებელი „ქართულ ოცნებას“, არის მხოლოდ ერთი გამოსავალი – უკან უნდა გაიწვიოს კანონი. აქ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ან ცივილური სამყაროსკენ მივდივართ, ან მიგვათრევენ რუსეთისკენ, რომელიც ფაქტობრივად იზოლირებულია ცივილიზაციას. გაუჭირდებათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს თავის პათოსში გააგრძელონ ამერიკის შეერთებული შტატების, მათ შორის სენატორების კრიტიკა, რასაც აკეთებენ ევროპარლამენტარებთან მიმართებაში. ცოტა სხვა ხარისხია, სიმძაფრეც განსაკუთრებულია, მე არ მახსოვს მსგავსი მძიმე განცხადება, მაგრამ მოსალოდნელი იყო“, - განაცხადა  დოლიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა