ალექსეი ნავალნის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

სულ ნახვები : 238
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.

ნავალნი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ნომერ პირველი მოწინააღმდეგე და რუსეთის ოპოზიციური სპექტრის, ყველაზე რეიტინგული წარმომადგენელი იყო, რომელიც პუტინის რეჟიმმა ჯერ საწამლავ „ნოვიჩოკით“ მოწამლა, ხოლო გერმანიიდან რეაბილიტაციის შემდგომ სამშობლოში დაბრუნებული დააპატიმრა და პერიოდულად ახალ-ახალი ბრალი წაუყენა, რამაც მისი პატიმრობის პერიოდი გახანგრძლივა.

ნავალნი ბოლოს რუსეთის, ერთ-ერთ გამოსასწორებელ კოლონიაში იხდიდა „სასჯელს“, სადაც ის მოულოდნელად, თრომბის განვითარებით (რუსეთის ექსპერტიზის ვერსია) გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ნავალნის გარდაცვალების შემდგომ, მისი საქმიანობა, ნავალნის გუნდთან ერთად, მისმა მეუღლემ, იულია ნავალნაიამ გააგრძელა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა