სატვირთოების მძღოლები პროტესტს მართვენ - რას ითხოვენ ისინი?

სულ ნახვები : 158
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სატვირთო მანქანების მძღოლებმა, საქართველო პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სახელზე მთავრობის კანცელარიაში განცხადება შეიტანეს.

მათი მთავარი მოთხოვნა, სახმელეთო ტრანსპორტის დეპარტამენტის შეფის, ლევან გამყრელიძის გადადგომაა.

როგორც მძღოლები ამბობენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში, კორუფციაა გამეფებული.

„არცერთი მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული. პატარა ბავშვს, რომ ერთი კანფეტით მოატყუებ, ისე გვექცევა და გველაპარაკება, ეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი. ერთი კანფეტი და სამი კანფეტი. ნებართვას ვითხოვთ ჩვენ. გამოგვიყონ ოფიციალური თანხა, რომელსაც მივალთ და გადავიხდით. ნებისმიერი სახელმწიფო ვალდებულია ნებართვის სახით, ერთი ფარატინა ფურცელი მოგვაწოდოს. ქვეყანას ვაშენებთ ფაქტობრივად და ხელს გვიშლიან იმაში, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის მშენებლობაში. არ დავიშლებით მანამ, სანამ ბატონი პრემიერი არ მიგვიღებს და არ მოგვისმენს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა