„ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი“ - ილია მეორეს მილოცვა ეროვნულ ნაკრებს

სულ ნახვები : 183
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს, გუშინდელ გამარჯვებას ულოცავს.

მილოცვის ტექსტში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში ქართულ სპორტს, სულ უფრო მეტი მიღწევა და წინსვლა აქვს.

„საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულედ, ჩვენის მხრიდანაც, ვულოცავთ გუშინდელ გამარჯვებას.

მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს სპორტის სხვა სახეობებშიც ძალიან დიდი წარმატებები იქნა მიღწეული.

ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და შეგაძლებინოთ, ქვეყანა კვლავაც გამარჯვებებით გაგეხარებინოთ.

მამაშვილური სიყვარულით, ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, – ნათქვამია წერილში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა