რუსებმა ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

სულ ნახვები : 85
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსებმა ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, შედეგად დაიღუპა სულ მცირე ერთი და დაშავდა 12 ადამიანი. ამის შესახებ ხარკოვის მერმა იჰორ ტერეხოვმა განაცხადა.

"ამ დროისთვის ჩვენ ვიცით ერთი დაღუპულის შესახებ. კიდევ ექვსი დაშავდა, ორი მძიმე მდგომარეობაშია," - განაცხადა მერმა და აღნიშნა, რომ ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობები ძლიერ დაზიანდა. დაზარალდა გადაუდებელი ქირურგიის ინსტიტუტიც.

მოგვიანებით ტერეხოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაშავებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა - "უკვე 12 დაშავებულია. დაზარალებულ სახლებში ძებნა გრძელდება. ვეძებთ მათ, ვისაც დახმარება სჭირდება."

ამავდროულად, ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა ოთხი დაშავებული ბავშვის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.

"ხარკოვში დღევანდელი დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე ათმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. დაშავებულთა შორის ოთხი ბავშვია," - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები