გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში გრიგორიადისი სალომე ზურაბიშვილს შეწყალების მოთხოვნით მიმართავს

სულ ნახვები : 160
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დაცვის მხარე არის სრულ მზადყოფნაში, იქნება ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვები, შემდეგ დაცვის მხარის, ბოლოს კი ბრალდებულის საბოლოო სიტყვა, - ამის შესახებ დღეს, 28 მარტს ლაზარე გრიგორიადისის უფლებადამცველმა, ლია ბითაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს ბრალდების მხარეს კონკრეტული სახის მტკიცებულება, რაც აზარე გრიგორიადისის ბრალეულობაზე მიუთითებს, აპირებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

„მაგრამ მიუხედავად დაცვის მხარის არაერთი მტკიცებისა, რომ ბრალდების მხარეს არცერთი მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი და მთელი სასამართლოს სხდომებზე არ ჰქონია წარმოდგენილი, რაც დაადასტურებდა იმას, რომ დანაშაული ლაზარე გრიგორიადისმა ჩაიდინა, დაცვის მხარეს აქვს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი“, -განაცხადა მან.

გარდა ამისა, ბითაძე აცხადებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების მოთხოვნით.

„თუ დადგინდება გამამტყუნებელი განაჩენი, დაცვის მხარე და თავად ბრალდებული, მეორე დღესვე მიმართავს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც პირდაპირ ბრალდებულის უფლებაა“, - განაცხადა ბითაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა