რესპუბლიკური საავადმყოფო ფაქტობრივად პარალიზებულია

სულ ნახვები : 699
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რესპუბლიკური საავადმყოფო ფაქტობრივად პარალიზებულია და ის პაციენტების მიღებას ვეღარ ახერხებს.

აღნიშნულის მიზეზად ექიმების დეფიციტი სახელდება, რომლებსაც სამსახურის დატოვება, რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ, ბოლო პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა აიძულა.

საავადმყოფოს ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებით, ისინი უახლოეს დღეებში შეხვდებიან ახლა ჯანდაცვის მინისტრს, რომელთანაც გაივლიან სამოქმედო გეგმას, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ სამედიცინო დაწესებულებამ ფუნქციონირება არ შეწყვიტოს.

„კლინიკა სავალალო მდგომარეობაშია, არასწორი პოლიტიკის გამო დაიცალა რამდენიმე განყოფილება მედპერსონალისგან და ამის გამო შეჩერებული გვაქვს პაციენტების მიღება. პირველი ამოცანა არის ის, რომ კლინიკა სრულად ამუშავდეს. ჩაინიშნა მეორე შეხვედრა, რომელიც სავარაუდოდ გაიმართება შაბათს და უფრო დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით მინისტრს თუ რა გვჭირდება“, - განაცხადა მალხაზ გაგუამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა