ის აგრესია, რომელიც მომდინარეობს ლგბტ პროპაგანდიდან ჩვენი ოჯახებისკენ, შვილებისკენ უნდა იყოს რაც შეიძლება მალე აღკვეთილი - ოდიშარია

სულ ნახვები : 147
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ის აგრესია, რომელიც პირდაპირ მომდინარეობს ლგბტ პროპაგანდიდან ჩვენი ოჯახებისკენ, შვილებისკენ, მომავლისკენ, უნდა იყოს რაც შეიძლება მალე აღკვეთილი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ.

ოდიშარიას განმარტებით, მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი დაიცავს ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებებსაც.

„ერთი არის ადამიანის უფლებების დაცვა, რომელსაც გპირდებით, რომ მაღალი სტანდარტით იქნება დაცული, ხოლო მეორე შემთხვევაში ის აგრესია, რომელიც პირდაპირ მომდინარეობს ლგბტ პროპაგანდიდან ჩვენი ოჯახებისკენ, შვილებისკენ, მომავლისკენ, უნდა იყოს რაც შეიძლება მალე აღკვეთილი რეგულაციებზე დაყრდნობით, რადგან ეს კანონი დაიცავს იმ ადამიანის უფლებებსაც, ვინც ამ თემს წარმადგენს და რომელთა უმრავლესობაც სხვათა შორის ასვე წინააღმდეგია პროპაგანდის“, - განაცხადა ოდიშარიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა