როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

სულ ნახვები : 89
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

29 მარტს ქუთაისში +23 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარებს. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები.

დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +16 იქნება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც გამოიდარებს. დღე +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +12, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +20 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა