პირდაპირ დაიწყო საბოტაჟი ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ბადრი ჯაფარიძე

სულ ნახვები : 153
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „ლელო“- ს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, იკვეთება პირდაპირი საბოტაჟი „ქართული ოცნების“ მხრიდან, ევროკავშირის მისამართით.

ჯაფარიძის შეფასებით, ამის ნათელი გამოვლინებაა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებები, ვეტინგის სისტემასთან დაკავშირებით.

„ადრე თუ „ქართული ოცნება“ თვალთმაქცობდა და ამბობდა, რომ აპირებს ამ რეკომენდაციების შესრულებას, ახლა პირდაპირ დაიწყო საბოტაჟი ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე, რომ აუცილებელია მოსამართლეების ვეტინგი მათ პირდაპირ თქვეს, რომ ამას არ აპირებენ და შესაბამისად არ ასრულებენ რეკომენდაციებს. ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელსაც არანაირი მოტივაცია არ არ აქვს, არანაირი მიზანი არ აქვს, რომ საქართველომ დაიწყოს მოლაპარაკებები“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს იმედები გაუცრუა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა