ივანიშვილის დამარცხება-ვერ დამარცხება ღირსების საკითხი ხდება - ნიკა მელია

სულ ნახვები : 142
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დილემის წინაშე დაგვაყენა ივანიშვილმა,  მურუსიძე-ჩინჩალაძე, თუ ევროკავშირი,- ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის დამარცხება-ვერ დამარცხება ღირსების საკითხი ხდება.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენ იქაური ერთობის წევრები გავხდეთ. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ეს.  მათ აქვთ კეთილდღეობაც, სამართლიანი სასამართლოც, სოციალური გარანტიებიც, უზრუნველყოფილი სიბერე, მათ ყველაფერი აქვთ, მათ არაფერი ჩვენგან არ უნდათ.

დილემის წინაშე დაგვაყენა ივანიშვილმა, რომლის დამარცხება-ვერ დამარცხება  ღირსების საკითხი ხდება. დილემის წინაშე დაგვაყენა, მურუსიძე-ჩინჩალაძე, თუ ევროკავშირი. უკან დასახევი გზები ჩახერგილია. შეუძლებელია, ცხოვრებდე ქვეყანაში, სადაც უმრავლესობის სურვილი ეს იყოს და ჩვენ ამას ვერ ვაღწევდეთ“, - განაცხადა მელიამ „მთავარის“ ეთერში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა