თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
...
2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7 პროცენტია. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით ავრცელებს.
მათივე მონაცემების თანახმად, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:
• დამამუშავებელი მრეწველობა
• მშენებლობა
• პროფესიული
• სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები
• ინფორმაცია და კომუნიკაცია
• ტრანსპორტი და დასაწყობება.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორებში.