2012 წლიდან საფრანგეთი საქართველოს 945 მილიონი ევროთი დაეხმარა

სულ ნახვები : 157
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საბიუჯეტო დახმარებას საქართველო საფრანგეთისგან არ იღებს, საფრანგეთის საელჩო ეხმაურება და საქართველოში 2012 წლიდან დღემდე გაწეული საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერის ანგარიშს აქვეყნებს.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2012 წლიდან დღემდე საფრანგეთი ჩვენ ქვეყანას 945 მილიონი ევროთი დაეხმარა.

€724 მლნ. საბიუჯეტო სესხებს მოხმარდა, სესხების ოდენობამ კერძო სექტორში185 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო გრანტებში დაიხარჯა - 35 მლნ. ევრო.

თანხები საელჩოს ცნობით, შემდეგნაირად გადანაწილდა:

• 415 მლნ. ევრო ჩაიდო ენეგრეტიკაში;

• 201 მლნ. ევრო - სოციალურ დაცვაში;

• 185 მლნ. ევრო - კერძო სექტორში;

• სასმელი წყალი და წყალარინება - 96 მლნ. ევრო;

• სარწყავი სისტემა - 49 მლნ. ევრო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა