40%-იანი მხარდაჭერაც სერიოზული პრობლემაა მათთვის - მიხეილ დაუშვილი „ოცნებაზე“

სულ ნახვები : 148
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, მმართველი პარტია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ფაქტობრივად საზოგადოების წინაშე აღიარებს, რომ 40%-იანი ბარიერის გადალახვა არ შეუძლია.

დაუშვილმა აღნიშნული განცხადება „ქართული ონების“ მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 40%-იანი ბარიერის მოხსნასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, მმართველი პარტია ახდეს ლუსტრაციას იმისა, რომ არ გააჩნია 60%-იანი ბარიერი, რაზეც ასე აქტიურად საუბრობს.

„ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ გვეუბნება, მათ 60%-იანი მხარდაჭერა აქვთ და 40%-ზეც კი არ არიან. „ოცნება“ ამ კანონპროექტით და არა მხოლოდ ამ კანონპროექტით, თვითაღიარების რეჟიმშია და გვეუბნება, რომ 60%-იანი მხარდაჭერა კი არ აქვთ, არამედ 40%-იანი მხარდაჭერაც სერიოზული პრობლემაა მათთვის.

ამიტომ ცდილობენ, რაღაც ფორმით ძველი სისტემა დააბრუნონ, თუმცა ვერ დააბრუნებენ, რადგან ის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია. ეს სისტემაც რამდენად თანხვედრაში და შესაბამისობაშია, ცალკე განხილვის საგანია. მთავარი ის არის, რომ „ოცნება“ ღია ტექსტით აღიარებს, რომ მათთვის 40% სერიოზული გამოწვევაა და ბარიერის გადალახვა არ შეუძლიათ“, - განაცხადა დაუშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა