„ახალთან“ ერთად ახალი ენერგიით გავაგრძელებთ საქმიანობას - თედო მესხი

სულ ნახვები : 388
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ახალთან“ ერთად ახალი ენერგიით გავაგრძელებთ საქმიანობას, რომ რაც შეიძლება მალე დავამარცხოთ „ქართული ოცნება“,  - განუცხადა Cnews-ს პარტია „ახალის“ წევრმა,  ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „პროგრესული პლატფორმის“ წევრმა თედო მესხმა.

ცნობისთვის, ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს. როგორც ცნობილია, ფრაქციის წევრების უმრავლესობამ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას პარტიის წევრები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ენმ-ს ქუთაისის ორგანიზაციის თითქმის 70 %-მა  პარტია დატოვა და „ახალს“ შეუერთდა.

მესხის თქმით, ქუთაისში „ახალის“ საქალაქო ორგანიზაცია მოკლე ხანში დაფუძნდება.

„დაფუძნდა ახალი ფრაქცია „პროგრესის პლატფორმა“, ამ სახელწოდებით გავაგრძელებთ ქუთაისის საკრებულოში საქმიანობას. რაც შეეხება ქუთაისში ახალის პარტიულ ორგანიზაციას, სულ ცოტა ხანში თბილისში უნდა გაიმართოს პარტიის ყრილობა, რის შემდეგაც ქუთაისში მოხდება საქალაქო ორგანიზაციის დაფუძნება, ავირჩევთ თავმჯდომარეს და გავაგრძელებთ საქმიანობას ახალი ენერგიით, რომ რაც შეიძლება მალე დავამარცხოთ „ქართული ოცნება““, - განაცხადა Cnews-ს თედო მესხმა.

ირინა მაკარიძე, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა