საინტერესო იქნება, საკონსტიტუციო ცვლილებებზე რა პოზიცია ექნებათ ფსევდო-ლიბერალური ოპოზიციის წარმომადგენლებს - გიორგი კახიანი

სულ ნახვები : 173
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი - ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.

„ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. 

თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით,  საკონსტიტუციო ინიციატივას საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა ექნება.

მისივე თქმით, საინტერესო იქნება, რა პოზიცია ექნებათ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„საკონსტიტუციო ინიციატივას საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა ექნება.  ეს ყველაფერი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს გამოჩნდება, რის შემდეგაც საინტერესო იქნება, რა პოზიცია ექნებათ ფსევდო-ლიბერალური ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ამ დრომდე ოპოზიცია იმის გამო სდუმს, რომ ერთის მხრივ, მოსახლეობის შიში აქვთ, რადგან იციან, რომ ოჯახური ღირებულებები საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია, ხოლო მეორეს მხრივ, თავს ანგარიშვალდებულად საკუთარი დამფინანსებლებისა და პატრონების წინაშე თვლიან“, - განაცხადა კახიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა