ევროპა გადავიდა ომამდელ ეპოქაში - დონალდ ტუსკი

სულ ნახვები : 202
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროპა გადავიდა ომამდელ ეპოქაში, ეს არ მომხდარა 1945 წლის შემდეგ, - ამის შესახებ, პოლონეთის პრემიერ მინისტრმა დონალდ ტუსკმა ისაუბრა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა შეზლონ ახალ ეპოქაზე გადაწყობა.

„ახლა ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ ფაქტიურად ნებისმიერი სცენარის განვითარებაა  შესაძლებელი. ჩვენ ასეთი ვითარება 1945 წლის შემდეგ არ განგვიცდია. ვიცი, რომ ეს დამანგრევლად ჟღერს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის ადამიანებისთვის, მაგრამ გონება უნდა შევეჩვიოთ ახალ ეპოქას. ჩვენ ომამდელ დროში ვართ. არ ვაჭარბებ. ეს დღითი დღე უფრო და უფრო აშკარაა“, - თქვა მან El Pais-თან ინტერვიუში.

მისი აზრით, ახლა ევროპის მთავარი ამოცანაა უკრაინის დაცვა და მისი, როგორც დამოუკიდებელი და ინტეგრალური სახელმწიფოს შენარჩუნება. ის ასევე მოუწოდებს ევროპელებს მეტი დახარჯონ თავდაცვაზე. კერძოდ, მან გაიხსენა თავდაცვისთვის მშპ-ს მინიმუმ 2%-ის გამოყოფის აუცილებლობა, ნატოს ფუნდამენტური პრინციპის შესაბამისად.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა