ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე მანიპულაციური განცხადებები და შეფასებები კეთდება - კალანდარიშვილი

სულ ნახვები : 206
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრის მიზანი პრეზიდენტისთვის და იქ მყოფი პირებისთვის დეტალური ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ინფორმაციის მიწოდება იყო.

 მისივე თქმით, ამ საკითხზე ბევრი მანიპულაციური განცხადება და შეფასება კეთდება.

„ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდში განცხადებები და შეფასებები, მათ შორის მანიპულაციური,  ამ საკითხთან მიმართებაში, რომელიც უკავშირდება ჩვენი თანამემამულეების არჩევნებში მონაწილეობას და გარკვეულწილად, არასწორი აღქმების შექმნას ამ საკითთან მიმართებაში. ჩვენი შეხვედრის მიზანიც ის იყო, რომ მიგვეწოდებინა პრეზიდენტისთვის და იქ მყოფი პირებისთვის დეტალური ინფორმაცია კომპეტენციის ფარგლებში, თუ რეალურად, როგორც სამართლებრივი ასევე ფაქტობრივი აღსრულების კუთხით, რა გამოცდილება არსებობს ამ მხრივ. ცესკოს ყველა უფლებამოსილ ორგანოსთან, რა თქმა უნდა. მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, არჩევნების ეფექტიანად აღსრულების მიზნით, მათ შორის ჩვენი თანამოქალაქეების ინფორმირების მიზნით“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა