რიკოთის გვირაბში 3-5 აპრილს შეზღუდვები დაწესდება

სულ ნახვები : 176
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი) პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 3 აპრილიდან 5 აპრილამდე, 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის(კმ132-კმ200) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა