მამუკა მდინარაძე ნინო ლომჯარიას სატელეფონო საუბარს ეხმიანება

სულ ნახვები : 516
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საბჭოთა სტილის მონური დამოკიდებულება - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე არასამთავრობო და პოლიტიკური სპექტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

ამ შემთხვევაში, მდინარაძე ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას სატელეფონო საუბარს ეხმიანება, რომელიც დღეს, 4 აპრილს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელდა, სადაც ლომჯარია თითქოსდა უცხოეთში დახმარებას ითხოვს, რომ საქართველოსი რუსული კანონის მიღება არ მოხდეს.

„როდესაც გაუჭირდებათ და სადღაც გარეთ რეკავენ, ეს არის საბჭოთა სტილის მონური დამოკიდებულება. მათ აქვთ მონური დამოკიდებულება. როგორც კი პოლიტიკურად რამე გაუჭირდებათ, იქვე, სადღაც გარეთ რეკავენ – დაგვილაგეთ, თორემ, სხვანაირად, დავიღუპებითო. ჩვენი დამოკიდებულებაა – ჯერ ქართველი ხალხი, ქართული საზოგადოების აზრი და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. პარტნიორები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ მათი, მაგრამ არავინ არის ჩვენი უფროსი. საქართველოს არ ჰყავს უფროსი, ჰყავს მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები. როგორც კი ამას ლაპარაკობ, ნაცები და მათი მედია ამას რუსულს არქმევს. რასაც რუსულს ეძახიან, დამოუკიდებლობასთან არის დაკავშირებული“, -აცხადებს მდინარაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა