ლიცენზიები მოდის...

სულ ნახვები : 502
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარიზის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს უკვე რვა ლიცენზიანტი ჰყავს. ბოლოს ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება ბაქოში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე, გოდერძი ძებისაშვილმა (65კგ) მოიპოვა.

ლიცენზიის მოსაპოვებლად აუცილებელი იყო ფინალში გასვლა, რაც ქართველმა ფალავანმა წარმატებით შეძლო. ძებისაშვილი, რომელსაც ნაკრებში დებიუტი წლეულს ჰქონდა, პარიზის საგზურისთვის ბრძოლას საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუდგა. ჩვენებურმა ჯერ შვეიცარიელი ნინო ლაუტერტი 4:1 დაამარცხა; შემდეგ უკრაინელთა ევროპის ორგზის მესამე პრიზიორ ერიკ არუშანიანთან 0:2 აგებდა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე ოთხი წამით ზურგიდან მოვლით მისი ჩოქბჯენში ჩაყვანა მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა და ბოლო ქულის დამსახურებით ნახევარფინალში გავიდა, სადაც მოლდოველ მაქსიმ საკულტანს 2:1 აჯობა და პარიზული საგზურიც მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ბაქოს ტურნირამდე ორი ლიცენზია უკვე ჰქონდა მოპოვებული – გივი მაჭარაშვილსა (97) და გენო პეტრიაშვილს (125). საქართველოს ნაკრებს დარჩენილ სამ წონაში (57, 74, 86) ლიცენზიების მოპოვების ბოლო შანსი სტამბოლის მსოფლიო საკვალიფიკაციო ტურნირზე (9-12 მაისი) ექნება. აქვე შეგახსენებთ, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავე სამი ქართველის გარდა ოლიმპიური ლიცენზიები მოპოვებული აქვთ ნინო სალუქვაძეს (ტყვიის სროლა), ლაშა გურულს (კრივი), რობერტ კობლიაშვილს (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ლუბა გოლოვინას (ბატუტზე ხტომა) და სანდრო ბაზაძეს (ფარიკაობა).

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა