მოსკოვში სამმა მამაკაცმა 22 წლის ბიჭი გააუპატიურა

სულ ნახვები : 314
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მოსკოვში რამდენიმე მამაკაცმა 22 წლის ბიჭი დააძინა და გააუპატიურა. დაზარალებული ახლა საავადმყოფოშია და თითქმის არაფერი ახსოვს.

რუსული მედიის ცნობით, დიმიტრი (სახელი შეცვლილია) მეგობარ გენასთან ერთად წავიდა ლიუბერცში დასასვენებლად. ბინაში გენას მეგობრები და კიდევ შვიდი ადამიანი იმყოფებოდნენ. ყველამ დალია ალკოჰოლი რამდენიმე ჭიქის შემდეგ დიმას თავბრუსხვევა და გულისრევა დაეწყო. ბუნდოვნად ახსოვს უცნობი ნივთიერების ინექცია და სხვა ადგილას გადაყვანა.

დაზარალებულის თქმით, ის სამმა უცნობმა მამაკაცმა სხვა ბინაში გააუპატიურა. მას არ ახსოვს მათი სახეები და არ იცის როგორ დატოვა იქაურობა.

გონს რომ მოვიდა,  ხამოვნიკში წავიდა მეგობრის სანახავად და ყველაფერი მოუყვა. გოგონამ ურჩია სასწრაფოს გამოეძახა. დიმა გადაიყვანეს იუდინის ქალაქის კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც მას სწორი ნაწლავის დაზიანება დაუდგინეს. ახლა ექიმები ადგენენ, რა წამალი შეიძლებოდა გაუკეთეს დიმას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა