ეს კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვევს - მეთიუ მილერი

სულ ნახვები : 103
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ზიანს მიაყენებს და საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამიწვევს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსული კანონი, რომელსაც იღებს „ქართული ოცნება“ შეაფერხებს იმ დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც მოქალაქეებს ხარისხიან ინფორმაციას აწვდიან.

„ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის უზრუნველსაყოფად ხელს შეუშლის, მაგრამ ვინაიდან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია არ ვისაუბრებ რაიმე შედეგებზე, თუ კი მისი რაიმე სახით მიღება მოხდება", -განაცხადა მილერმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
მსოფლიო ► Მეტის ნახვა