აუცილებელი პროცედურებია დარჩენილი, ლაზარე უკვე თავისუფალი იქნება - თამთა კალანდაძე

სულ ნახვები : 181
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რამდენიმე დღეში ლაზარე უკვე თავისუფალი იქნება, - ამის შესახებ CNews-ს მარტის აქციების საქმეზე დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ რუსული კანონის წინაღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, იმედოვნებს რომ რუსულ კანონს, რის გამოც ლაზარე დაიჭირეს, ისევ უკან გაიწვევენ.

„აუცილებელი პროცედურებია დარჩენილი და რამდენიმე დღეში ლაზარე უკვე თავისუფალი იქნება, როგორც ვიცით, ამ კვირას უკვე არ გადაშორდება. სამწუხაროდ  წელსაც გვიწევს ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლა, რის გამოც ლაზარე დაიჭირეს.   წინა წელს  გაიწვიეს, მაგრამ წელს ისევ უკან შემოგვიტრიალეს, ხალხი ისევ ქუჩაში დგას. იმედია ყველაფერი საზოგადოების სასიკეთოდ დასრულდება და ხალხის გულში სიმშვიდე დაუსადგურებს“, - განუცხადა CNews-ს თამთა კალანდაძემ.

ირინა მაკარიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა