ირაკლი კუპრაძე ამ დრომდე დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება

სულ ნახვები : 125
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ნაცემია, ის ამ დრომდე დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის დროს უკანონოდ დააკავა.

როგორც დაკავებულები ყვებიან, დაკავებულებზე სასტიკად იძალადა, მათი უმეტესობა ნაცემია

„ლელოს“ ცნობით, ამ დროისთვის იურისტი და ადვოკატი ლევან სამუშია პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება და დაკავებულების მდგომარეობას ეცნობა.

როდის ჩაინიშნება სასამართლო მოსმენები და როდის გათავისუფლდებიან დაკავებული მომიტინგეები ჯერ-ჯერობით უცნობია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა