შემაძრწუნებელი ისტორიები მოვისმინე ავჭალის იზოლატორში, დაკავებულები არიან ნაცემები - ლაშა ტყეშელაძე

სულ ნახვები : 205
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შემაძრწუნებელი ისტორიები მოვისმინე ავჭალის იზოლატორში, დაკავებულები არიან ნაცემები -  განუცხადა Cnews-ს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადვოკატმა“ ლაშა ტყეშელაძემ გუშინ, 16 აპრილს აქციაზე დაკავებულების შესახებ.

მისი თქმით, მძიმეა ერთ-ერთი დაკავებულის მდგომარეობა, რომელიც სპეცრაზმელებმა გონების დაკარგვამდე სცემეს.

„შემაძრწუნებელი ისტორიები მოვისმინე ავჭალის იზოლატორში, დაკავებულები არიან ნაცემები, ერთ-ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, აღსანიშნავია, რომ  პოლიციას მისთვის სამედიცინო დახმარება არ შეუთავსებია. დაკავებულები ამბობენ, რომ მათზე მოხდა ძალიან მძიმე  ფიზიკური  ძალადობა. ერთ-ერთმა დაკავებულმა მიამბო,  რომ გამოესარჩლა ადამიანს, რომელსაც სპეცრაზმელები სცემდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ, - მივიდა და უთხრა მათ, რომ რატომ სცემთო. ამ დროს ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ჯერ ხელი გაარტყა სახეში, შემდეგ წაქცეულს წიხლები დაუშინეს, რის შემდეგაც გაითიშა და გონს მხოლოდ პოლიციის მანქანაში მოვიდა. ამ ეტაპზე დაკავებულის იდენტიფიცირებას ვერ ვახდენ, 30 წლამდე ახალგაზრდაა, ის ჩიტაძის ქუჩაზე დააკავეს. მასთან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურაში  შევიტანთ და ის სასამართლოზე მოყვება ყველაფერს დეტალურად“, - განუცხადა Cnews-ს ლაშა ტყეშელაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ 16 აპრილს, სპეცრაზმელები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.  დაკავებულია 15-მდე პირი. რამდენიმე გადაყვანილია კლინიკაში.

ირინა მაკარიძე, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა