ბერა ივანიშვილს ერთხელ რომ დაეპოსტა ხომ დადგებოდით ცალ ფეხზე და ხომ გაიწვევდით კანონს? - ხაბეიშვილი „ოცნებას“

სულ ნახვები : 106
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„ერთი რომ დაეპოსტა ბერა ივანიშვილს, ხომ დადგებოდით ცალ ფეხზე? ხო გაიწვევდით კანონს?მთელმა საქართველომ დაპოსტა, ყველამ გამოთქვა საკუთარი აზრი“ , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, პარლამენტში, სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და „ქართულ ოცნებას“ მიმართა.

„ერთი რომ დაეპოსტა ბერა ივანიშვილს, ხომ დადგებოდით ცალ ფეხზე? ხო გაიწვევდით კანონს?მთელმა საქართველომ დაპოსტა, ყველამ გამოთქვა საკუთარი აზრი. ილია თოფურიამ დაწერა , მეტი ვინ უნდა დაწეროს, ვისი აზრი გინდათ, ? სპორტსმენები, საზოგადო მოღვაწეები, ხალხი, ახალგაზრდები, ჩვენ ევროპელი კოლეგები, თუ სოზარ სუბარს რახან ესმის ეს არის კანონი? თუ ხუნდაძემ რახან გაიგო? ვისთვის არის ეს კანონი კარგი, რას ეუბნებით ამ ხალხს? თქვე სამარცხვინოები, მედვედევს რაც მოსწონს, როგორ მოგწონთ ის კანონი,  როგორ? გაეცით პასუხი- მედვედევს, პესკოვს, ლავროვს, პუტინს რაც მოსწონს, ეგ როგორ მოგწონთ? ეგ არ არის რუსეთის მსახურება?“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა