„ქართული ოცნება“ ძალიან მალე დეკლარირებულად დამარცხდება - სოფო ჯაფარიძე

სულ ნახვები : 119
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ძალიან მალე დეკლარირებულად დამარცხდება, - ამის შესახებ ის CNews-ს ესაუბრა.

მისი თქმით, რუსული ხელისუფლების დამარცხების შემდეგ, საქართველო დაჩქარებული წესით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

„ჩვენ ვნახეთ გუშინ, როგორ სცემდნენ და აკავებდნენ ჩვენს მოქალაქეებს. წარმოუდგენლად ებრძოდნენ ახალგაზრდებს და ეს არის რუსული ხელისუფლების სახე, რომელიც უკვე დამარცხებულია საქართველოში, მაგრამ ძალიან მალე დეკლარირებულად დამარცხდება. დამარცხდება და ჩვენ ყველა ერთად, დაჩქარებული წესით შევიყვანთ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიგა გელხვიიძე, CNews.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა