ვგმობთ მსგავს ქმედებებს - სოფო ჯაფარიძე მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლაზე

სულ ნახვები : 123
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი CNews-თან საუბრისას, გუშინ, 16 აპრილს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს გამოეხმაურა.

CNews-მა ჯაფარიძეს ჰკითხა, როგორც კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე სპეცრაზმელების მხრიდან თავდასხმის, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებთან დაკავშირებითაც, იმ ფაქტზე, რომ „იმედის“ კორესპონდენტებს არ აძლევდნენ აქციის მონაწილეები პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალებას.

„წარმოუდგენელია ეს ყველაფერი, ვხედავდით ჟურნალისტებზე ძალადობას, ეს არის ყოვლად დაუშვებელი, ყველა ვგმობთ მსგავს ქმედებებს, რომ არ აცლიან ჟურნალისტებს შეასრულონ თავიანთი მოვალეობა“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

გიგა გელხვიიძე, CNews.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა